სეპარატისტთა მტკიცებით, დონეცკში უკრაინულმა მხარემ მძიმე დანაკარგი განიცადა

  12:46:08     19-01-2015

დონეცკის აეროპორტში შეტაკებების შედეგად უკრაინულმა მხარემ 200-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამის შესახებ დონეცკელ სეპარატისტთა სამეთაურო შტაბი იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, შეტაკებისას მხოლოდ 8 ამბოხებული დაიღუპა. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიცაა. დონეცკის დასახლებული რაიონების დაბომბას 9 ადამიანი შეეწირა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ს აღემატება.