სეპარატისტები კიევს ადანაშაულებენ

  13:55:33     17-01-2015

დონბასელ სეპარატისტთა ლიდერები მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ჩაშლაში კიევს ადანაშაულებს. დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლის, დენის პუშილინის თქმით, პარასკევისთვის დაგეგმილი შეხვედრა უკრაინის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩაშალა.

"ჩვენ შეხვედრისთვის მზად ვიყავით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგრძელებულიყო, მაგრამ კიევმა მოლაპარაკებას თავი აარიდა. უკრაინის ხელისუფლება შესაშურ მდგომარეობაში არ იმყოფება. მათ ომის გასაგრძელებლად რესურსი არ ჰყოფნით, მაგრამ არც ბრძოლას წყვეტს, რადგანაც ომის კურატორებს ეს არ აწყობთ,"-აღნიშნა პუშილინმა.