გიუმრის მერის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია

  13:50:34     17-01-2015

გიუმრის მერის განცხადებით, ქალაქში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, რუსული სამხედრო ბაზის გადატანის აუცილებლობა არ არსებობს. "დამნაშავეებს ეროვნება არ აქვთ. რუსები აქ დიდი ხანია, მსახურობენ. ამიტომ, არ ღირს რუსულ-სომხური ურთიერთობის გაფუჭება ცალკეული შემთხვევების გამო,"-აღნიშნა სამველ ბალასანიანმა.

რაც შეეხება ვალერი პერმიაკოვს, გიუმრის მერის თქმით, ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმასა და ოჯახის 6 წევრის მოკვლაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცი სომხური კანონებით უნდა გასამართლდეს.