ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოსკარის ნომინანტია
17:58:47     15-01-2015
ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორისაა ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", რომელიც ესტონეთმა წარადგინა.
"მანდარინები" 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და "ევრიმაჟის"- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება.
შორთლისტში ასევე მოხვდა გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული", რომელიც ზაზა ურუშაძის ფილმის "მანდარინების" მსგავსად აფხაზეთის თემას ეთმობა, თუმცა "სიმინდის კუნძული" ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა.
ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. ოსკარის ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.