“ოქროს გლობუსს” ვერ იყოფენ
11:00:24     09-03-2011
ამერიკულმა სასამართლომ ჰოლივუდის ასოციაციის და კომპანის “Dick Clark Productions” – ის სარჩელი განსახილველად მიიღო. ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია “ენბისის” “ოქროს გლობუსის” ცერემონიის ტრანსლაციის უფლება შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში გადასცა. როგორც “ბიბისი ნიუსი” იტყობინება, საქმის განხილვა 2011 წლის სექტემბერში დაიწყება.
კომპანის ვალდებულია ასოციაციას პროდიუსერული მომსახურება 2011 წლამდე გაუწიოს. ასოციაციის იურისტები ირწმუნებიან, რომ კომპანიას ცერემონიის ტრანსლაციის ვადის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა, მათი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. ამასთან, “ენბისიმ” ეს უფლება ძალიან დაბალ ფასად მიიღო.
როგორც ცნობილია, “ოქროს გლობუსი” პრესტიჟული კინოპრემიაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ეს დაჯილდოვება წინასაოსკარო შესავლად ითვლება.