კარტოფილის სუპი საქსონურად
10:56:58     09-03-2011
მასალა: კარტოფილი – 750 გრამი, წყალი – 2 ლიტრი, ხახვი – 1 თავი, კვლიავის თესლი – 1 ჩაის კოვზი, ნიახურის ფესვი – 1/4 ცალი, შაშხი – 50 გრამი, შავი პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
კარტოფილი მოვხარშოთ. ნახარში გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში. ცხელი კარტოფილი დავსრისოთ და დავამატოთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კვლიავის თესლი და გახეხილი ნიახურის ფესვი. კარტოფილის ნახარში ავადუღოთ, ჩავამატოთ მიღებული ნარევი, ავურიოთ და ავადუღოთ. შემდეგ ჩავამატოთ კუბიკებად დაჭრილი, ცალკე შემწვარი შაშხი. სუფრაზე მიტანის წინ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.