ლევან კალანდაძე: 2015 წლისთვის ლარის ახალი წონასწორობის კურსი სრულიად შესაძლებელია ლევან კალანდაძე: 2015 წლისთვის ლარის ახალი წონასწორობის კურსი სრულიად შესაძლებელია />


  17:45:16     13-01-2015

ლევან კალანდაძე: 2015 წლისთვის ლარის ახალი წონასწორობის კურსი სრულიად შესაძლებელია

a34401.jpg

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით 14 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,92 ლარად იქნება შესაძლებელი. 

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი კი 1.91-ს შეადგენდა.

"პრესა.ჯი" ლარის გაუფასურებაზე ექსპერტი ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

"პრესა.ჯი": ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით, 5-6 პუნქტით გაუფასურდა, რა ფაქტორებითაა განპირობებული ეს ყველაფერი?

ლევან კალანდაძე:  "ეს კომპლექსური თემაა. პირველი - ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, ანუ ის ფაქტორი, რამაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ჯერჯერობით არ არის. შესაბამისად, რაიმე მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ ლარის გამყარებას ხელი შეეწყოს, არ არსებობს". 

-რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას?

- ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობაში ლარის სასარგებლოდ გარკვეული ძვრები გადაიდგმება, მაშინ როცა  ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება მოხდება...

- ჩემი აზრეით,  2015 წლისთვის ლარის ახალი წონასწორობის კურსი სრულიად შესაძლებელია, 1.9-ის ფარგლებში იყოს, 
ეს კურსი რამდენად შენარჩუნდება დამოკიდებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს - ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს, ხაზინისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რამდენად თანმიმდევრული, ჰარმონიზირებული და ურთიერთშეთანხმებული იქნება.  

-არის თუ არა ლარის გაუფასურება დაკავშირებული  შიდა ხარჯვით პოლიტიკასთან?

-დიახ, ჯერ კიდევ  შარშან წლის ბოლოს ვპროგნოზირებდით რომ წლის დასაწყისი ყველაზე რთული იქნებოდა. წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტო და ხაზინა დეფიციტურ ხარჯვას აწარმოებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ხარჯავს იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე აქვს შემოსავალი. ეს კი ნეგატიურად აისახება ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობაზე დოლარის სასარგებლოდ. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება და დეფიციტური ხარჯვა ლარის კურსის გაუფასურებას უწყობს ხელს.

არის მე-3 და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წმინდა ნეგატიურ მოლოდინებთან და ბაზარზე გარკვეული სპეკულაციური ოპერაციების არსებობასთანაა დაკავშირებული. ბიზნეს და საფინასო სფეროს ჯერჯერობით ნეგატიური მოლოდინი აქვს, ისინი ამ თვალსაზრისით გარკვეულ პოზიტივს ვერ ხედავენ, ანუ იმ ფაქტორებს, რამაც ერთი მხრივ, ლარის კურსის სტაბილურობა უნდა განაპირობოს და მეორე მხრივ, ბიზნესის გრძელვადიანი დაგეგმვის თვალსაზრისით სიცხადის შეტანის ელემენტები არ არსებობს. 
 

0

ავტორი: