ღორის ხორცის რულეტი ბოსტნეულით

  10:56:23     09-03-2011

მასალა: ღორის ხორცის რბილი ნაჭერი – 800 გრამი, ხახვი – 1 თავი, სტაფილო – 2 ცალი, ნიორი – 2 კბილი, დაჭრილი ისპანახი – 2 სუფრის კოვზი, დაჭრილი კამა და რეჰანი – თითო–თითო სუფრის კოვზი, ზეთი – 6 სუფრის კოვზი, ლიმონის წვენი – 2 სუფრის კოვზი, ხმელი სუნელი – 1 სუფრის კოვზი, მარილი – გემოვნებით.     

 

ღორის ხორცი  შუაზე გავჭრათ და მოვაყაროთ მარილი. ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, მსხვილ სახეხზე გახეხილ სტაფილოსთან ერთად. ნიორი დავნაყოთ, დავუმატოთ ხახვს და სტაფილოს, შემდეგ ჩავამატოთ მწვანილი, ხმელი სუნელი. დავამატოთ ლიმონის წვენი და 2 სუფრის კოვზი კარაქი. ღორის ხორცს წავუსვათ ეს მასა, ხორცი გადავახვიოთ რულეტისებურად, წავუსვათ ცხიმი და ქურაში გავაჩეროთ, ერთი საათის განმავლობაში, 200 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე. მომზადებული რულეტს თეფშზე გვერდით გარნირად მივუწყოთ ახალი ბოსტნეული.