სომხეთში რუსმა ჯარისკაცმა 6 ადამიანი მოკლა
12:05:03     13-01-2015
სამხედრო ბაზიდან გამოქცეულმა რუსმა სამხედრო
მოსამსახურემ ქალაქ გიუმრიში (ყოფილი ლენინაკანის რაიონი) მთელი ოჯახი დახოცა. თავდასხმას
6 ადამიანი ემსხვერპლა.
მძიმედ დაშავდა ახალშობილი ბავშვი, რომელიც გიუმრის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობის დადგენა შეძლო. ვალერი პერმიაკოვზე ძებნა გამოცხადდა.