როგორ მოვხარშოთ იდეალური ბრინჯი?

  00:42:43     12-01-2015

გავრეცხოთ თუ არა ბრინჯი წინასწარ? დავალბოთ თუ არა? ცივ წყალში მოვხარშოთ თუ მდუღარე დავასხათ? თავღია თუ თავდახურული? რა პროპორციით? გთავაზობთ პასუხებს ბრინჯვის მოხარშვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.

ბრინჯის გარეცხვა

რადგან ბრინჯი ყველგან არ მოდის და ძირითადად იმპორტირებულს მოვიხმართ, უნდა ვიცოდეთ, რომ მას იმპორტირების წინ "მომინანქრების" პროცედურას უტარებენ, ანუ გლუკოზასა და ტალკში ავლებენ. ამიტომ მისი გარეცხვა აუცილებელია მანამ სანამ გამჭვირვალე წყალი არ გაუვა. ზოგიერთი სახეობის ბრინჯს მცენარეულ სახამებელში ავლებენ და გარეცხვა აუცილებელი არ არის, მაგრამ მაინც სასურველია, რათა სახამებლის ზედმეტი რაოდენობა მოშორდეს.
გამონაკლისია იტალიური არბორიო, ვიალონე ნანო და კარნაროლი. ეს სახეობებია ცნობილია რიზოტოს ბრინჯის სახელით. რიზოტოს მომზადებისას ბრინჯი არ უნდა გარეცხოთ, ეს კერძის სტრუქტურას არღვევს.

ბრინჯის დალბობა

დალბობის შედეგად ბრინჯი უფრო ერთგვაროვნად და თანაბრად იხარშება. მაგრამ გაითვალისწინეთ, დამბალ ბრინჯს მოსახარშად ნაკლები წყალი სჭირდება, ვიდრე მშრალს.


ცხელი თუ ცივი წყალი?

რომელი უნდა დავასხათ ბრინჯს მოსახარშად? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით ხარშავთ ბრინჯს. ასევე ბრინჯის კონკრეტულ სახეობასა და კერძზე.

მოვურიოთ თუ არა? მარილი დავამატოთ?

არა, არც მოურიოთ და არც მარილი დაამატოთ, თორემ ფანტია ბრინჯის ნაცვლად ფაფას მიიღებთ. მარილი და მორევა ცვლის მარცვლის სტრუქტურას და უფრო წებოვანს ხდის. ამიტომ მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ თუ რიზოტოს ან ფაფას ამზადებთ.

პროპორცია
ამაზე ბევრის წერა შეიძლება. ძირითადი შეფარდებაა 1:2 - 1 ჭიქა ბრინჯი, 2 ჭიქა წყალი. მაგრამ ეს უნივერსალური არ არის და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.
64% ტენიანობის ფანტია ბრინჯის მოსამზადებლად, 100 გ 12% ტენიანობის მქონე ბრინჯს სჭირდება 145 მლ წყალი. მაგრამ ეს იმ პირობებში, როცა წყალი არ ორთლდება და მთლიანად ბრინჯი შეიწოვს.წყლის აორთლება კი დამოკიდებულია ქვაბის სიფართეზე და თავსახურის სიმჭიდროვეზე. ანუ თუ ბრინჯს ღრმა, ვიწრო ჭურჭელში მოხარშავთ ნაკლები წყალი დაგჭირდებათ და პირიქით. ამიტომ ყველაფერი ისევ საკუთარ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ისევე როგორც კონკრეტული ბრინჯის სახეობაზე.