მკვლელობა თბილისში, მოკლულია 31 წლის მამაკაცი

  10:00:47     09-01-2015

ვაზისუბანში 31 წლის ახალგაზრდა, კობა აღლემაშვილი მოკლეს. შემთხვევა ვაზისუბნის პირველ მიკრო რაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან მოხდა. 

თბილისში მომხდარი მკვლელობა "პრესა.ჯი"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მომხტართან დაკავშირებით  გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. 

ჭიკაიძის უწყებაში განგვიმარტეს, რომ  ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა, ან რა იყო მკვლელობის იარაღი არ კონკრეტდება. 

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით,  მკვლელობა ჩხუბის შედეგად მოხდა. 
ამ წუთებში კი თვაზისუბანში მდებარე პოლიციის შენობაში სავარაუდოდ მკვლელობის თვითმხილველთა და მოკლულის ახლობლების დაკითხვა მიმდინარეობს. 

განყოფილებასთან უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მანქანები დგას.