ლუდში შემწვარი ხორცი

  00:47:32     06-01-2015

ინგრედიენტები: ღორის ხორცი 2 კგ ლუდი 1 ლ მარილი და პილპილი
ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი ღრმად დავჩხვლიტოთ წვრილწვერიანი დანით, მოვაყაროთ ბლომად მარილი და პილპილი, ჩავდოთ ქვაბში და დავასხათ ლუდი.

ხორცი 6 საათით მაცივარში მოვათავსოთ, შემდეგ ჩავდოთ ფორმაში კანით ქვემოთ, დავასხათ მთელი ლუდი, რაშიც ხორცი იყო ჩადებული და 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შევდგათ.

როდესაც წვენი დაშრება და ხორცის ნაჭერი დაიბრაწება, სამად გავჭრათ, დავუწიოთ ცეცხლს და კვლავ შევაბრუნოთ ღუმელში, სანამ არ მომზადდება.

ხორცთან ერთად შეგვიძლია გარნირად მოვამზადოთ ახალი კარტოფილი.