კახეთში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
14:58:26     05-01-2015
კახეთში
ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ გურჯაანში 18
წლის ახალგაზრდას, მაშინ ესროლეს, როცა ის მაღაზიის გაძარცვას ცდილობდა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაჭრის ფაქტი „პრესა.ჯი“-ს სოფლის რწმუნებულმა ნოდარ რექვიაშვილმა დაუსტურა.
„ვიცი რომ 18 წლის ახალგაზრდაა დაჭრილი, დამატებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმართეთ შს სამინისტროს. როგორც ვიცი მათ დაიწყეს გამოძიება“,- გვითხრა რწმუნებულმა.
კითხვაზე, ახალგაზრდა ნამდვილად მაღაზიის ძარცვისას მეპატრონემ დაჭრა თუ არა, რწმუნებულმა თქვა: „ვიცი ის რასაც თქვენ, მასმედია აჟღერებს. იყვნენ ჟურნალისტები და მათაც იგივე თქვეს“.
გურჯაანში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო შს სამინსიტრომ. როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.
„მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, მუხლს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით იმიტომ რომ ის შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს, ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, რის შემდეგაც განისაზღვრება პასუხისმგებლობის საკითხიც“,- აცხადენენ შს სამინისტროში.
რაც შეეხება დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის ამ დროისთვის გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მედიკოსები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.