გუფთა იტალიურად

  11:09:54     08-03-2011

მასალა: ხორცის ფარში – 600 გრამი, ზეთისხილი – 1 ჭიქა, წითელი ღვინო – 1/2  ჭიქა, გახეხილი, მაგარი ყველი – 5 სუფრის კოვზი, დანაყილი თხილი – 1/2  ჭიქა, ნიორი – 2 კბილი, კარაქი – 5 სუფრის კოვზი, ხორბლის ფქვილი – 3 სუფრის კოვზი, ზაფრანა – 1 ჩაის კოვზი, მარილი, შავი პილპილი, ფქვილი, მწვანილი. 

 

ხორცის ფარში ავურიოთ ზაფრანასთან ერთად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ თხილი და ყველის ნაწილი. გავაკეთოთ მომცრო ზომის ბურთულები და ამოვავლოთ ფქვილში. გუფთა შევწვათ ზეთში წვრილად დაჭრილ ნიორთან ერთად, ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. დავამტოთ ღვინო, ზეთისხილი და 10 წუთი ვადუღოთ. შემდეგ მოვაყაროთ დარჩენილი ყველი. თეფშზე შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილის ფურცლებით, ხოლო გარნირად სპაგეტი გამოვიყენოთ.