ქათამი სატაცურით

  11:09:05     08-03-2011

მასალა: ქათმის ფილე –  6 ცალი, მწვანე სატაცური – 500 გრამი, კარაქი – 100 გრამი, პომიდორი – 6 ცალი, ტკბილი წიწაკა – 2 ცალი, ხახვი – 1 თავი, ნიორი – 2 კბილი, თეთრი ღვინო – 1 ჭიქა, ზეთი – 2 სუფრის კოვზი, კამა, მარილი, პილპილი.

 

ქათმის ფილეს წავუსვათ მარილი, დანაყილი ნიორი და პილპილი. სატაცური, წითელი წიწაკა, პომიდორი და ხახვი დავჭრათ კუბიკებად. ბოსტნეული შევწვათ კარაქში, დავამატოთ ღვინო და ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. შევწვათ ფილე მზადყოფნამდე. შემწვარი ფილე მოვათავსოთ თეფშზე, გარნირად დავამატოთ ბოსტნეული და გავაფორმოთ მწვანილით.