ახალი დეტალები - ერთ-ერთი მოკლული ცერებრალური დამბლით იყო ავად

  17:06:31     03-01-2015

დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობების შესახებ ახალი დეტალები გახდა ჩვენთვის ცნობილი. 

ამ წუთებში თბილისის პოლიციის სრული შემადგენლობაა მობილიზებული. დიღომში იმყოფება შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორიაც.

შეგახსენებთ რომ პრესა.ჯი-მ ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია დიღომში - ძმები არტაშიკოვების მკვლელობის შესახებ. ისინი საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული. მკვლელობას წინ უძღოდა ყაჩაღობა. 

წაღებულია ძვირფასეულობა და დიდძალი თანხა. 

 ცნობილია რომ ძმებ არტაშიკოვების კომპანიამ, რომელიც ლიფტების სერვისით იყო დაკავებული, ცოტა ხნის წინ ტენდერი მოიგო. მათ სახლთან ჰქონდათ ოფისი, სადაც ყველაფერი გადმოყრილია. არეულია სახლიც. 

 მკვლელობა დიღომში, ე.წ წითელქუდას კორპუსში მოხდა. ერთ ერთი მოკლული ცერებრალური დამბლით იყო ავად.