სასწრაფოდ: დიღმის მასივში ძმები მოკლეს

  16:16:34     03-01-2015

ექსკლუზივი: საზარელი მკვლელობა მოხდა დიღმის მასივში. პოლიციამ დღეს დილით ე.წ. "წითელქუდას" კორპუსში საკუთარ ბინაში მოკლული ძმების ცხედრები იპოვა. 

 სავარაუდოდ, ძმები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ტენდერი მოიგეს, ჯერ დააყაჩაღეს და შემდეგ დახოცეს. 

სხვა დეტალებს ვაზუსტებთ და დამატებით ინფორმაციას ცოხა ხანში გავავრცელებთ. 

ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია ისიც რომ მოკლული ძმების - არტაშიკოვების კომპანია ლიფტების სერვისებს ემსახურებოდა. 

წინასწარი მონაცემებით, წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. ერთ ერთი მოკლული ცერებრალური დამბლით იყო დაავადებული.