სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეც-განცხადება
12:50:39     29-12-2014
რუსულ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანის შესაძლო აკრძალვის შესახებ სპეც-განცხადებას ავრცლეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
"რუსეთის ბაზარაზე ქართული პროდუქციის ექსპორტი 2013 წლიდან განახლდა. პირველ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე დაბალი ფიტოსანიტარიული რისკის, მოგვიანებით კი, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის შემცველი პროდუქცია დაიშვა.
ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური და მინერალური სასმელების, ასევე ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსის, მშრალი ხილის, სუნელების, ჩაის და დაფნის ექსპორტი ხორციელდება.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, ცხვრის, თევზისა და თაფლის ექპორტის განსახორციელებლად", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცახდებაში.
რუსულ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან, რუსეთში სპეციალური სანქციები შემოდის და საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვიდან ხილის, ბოსტნეულისა და ჩაის შეტანა აიკრძალება.