2015 წლიდან რუსეთში ქართული ხილის, ბოსტნეულისა და ჩაის შეტანა აიკრძალება
11:49:50     29-12-2014
ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს. საქმე ისაა რომ 2015 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, თხილისა და ჩაის შეტანა აიკრძალება.
შეგახსენებთ რომ ინფორმაციას ამის შესახებ „როსსელხოზნადზორის“ ოფიციალური საიტი აქვეყნებს.
"რუსეთში სხვა ქვეყნებიდან კარანტინის სიაში მყოფი პროდუქციის შეტანა როგორც ხელბარგის, ბარგის ან საფოსტო გზავნილების სახით, ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მისი ოდენობა არ აღემატება 5 კილოგრამს და ის არ წარმოადგენს მცენარეთა თესლს, ნარგავს ან კარტოფილს" - წერს რუსული მედია.
რუსული მედიის ცნობით, ქვეყანაში პროდუქციის შეტანის მსურველებმა აუცილებელია, წარმოადგინონ შესაბამისი სერტიფიკატი და „როსსელხოზნადზორის“ ნებართვა.