ტერაქტი ეგვიპტეში

  12:43:44     27-12-2014

მორიგი ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. სინას ნახევარკუნძულზე მომხდარ აფეთქებას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქი ელ-ასარი გახდა.

ბომბი სამხედრო მანქანაში იყო ჩამონტაჟებული. პრეზიდენტ მურსის გადაყენების შემდეგ სინას ნახევარკუნძული ისლამისტთა წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმად იქცა.