რუსეთს და ცხინვალის რეგიონს საერთო სპეცსამსახური ეყოლება
13:47:07     25-12-2014
რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.
რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის მიღწეული ახალი შეთანხმების საფუძველზე, რომლის ხელმოწერაც 2015 წლის დასაწყისში იგეგმება, ოკუპირებული ცხინვალისა და რუსეთის რამდენიმე ორგანოს გაერთიანება იგეგმება.
როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო ძალები გაერთიანდებიან, მოსკოვი კი საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლაობას გაატაროს ოკუპირებულ ცხინვალში საკუთარი შიდა პოლიტიკა და განსაზღვროს უსაფრთხოების საკითხები.
რუსული მედიის ცნობით, „სამხრეთ ოსეთის“ ძალოვანი სტრუქტურები, რუსეთისთვის მისაღებ ფორმაზე გადაეწყობა.
ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ შეთანხმების მსგავსი ვარიანტი „სამხრეთ ოსეთ ისთვის“ მისაღებია.