"სექსი დიდ ქალაქში" "განქორწინებით" ბრუნდება
12:44:36     24-12-2014
The Hollywood Reporter-ის ცნობით, სერიალი „სექსი დიდ ქალაქში" ბრუნდება. ახალ სეზონს "განქორწინება" ერქმევა. მელოდრამაში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა სარა ჯესიკა პარკერმაც.
სერიალის ახალ სეზონში პარკერის გმირს მეგობრები არწმუნებენ ქმარს გაეყაროს. მაგრამ თავად ის დარწმუნებული არ არის და ყოყმანობს, რადგან განქორწინებასთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვა აშინებს. ამასობაში კი გადაწყვეტილებას ქმარი მიიღებს.
დიდი ხნის განმავლობაში სარა ჯესიკა პარკერს ფილმთან დაბრუნება არ უნდოდა, თუმცა, სერიალის ახალ სეზონს მსახიობი არ აპროტესტებს.