„ამნესტი ინტერნეიშენალი“ უკრაინელ მოხალისეებს ადანაშაულებს
11:46:37     24-12-2014
მოხალისეები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, დონბასში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ხელს უშლიან. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია იტყობინება.
“ამნესტი ინტერნეიშენალის” დასკვნით, მოხალისეთა ბატალიონები ხშირად დამოუკიდებლად მოქმედებენ და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებიან. “ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მყოფ რეგიონებში სურსათის შეტანისთვის ხელის შეშლა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ამისთვის შეიარაღებულმა ფორმირებებმა პასუხი უნდა აგონ,”-ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.