როგორ გავარჩიოთ წითელი ხიზილალა ხარისხიანია თუ ხელოვნური

  00:34:21     24-12-2014

ცოტა ვინმეს თუ აღმოაჩენთ, ვინც წითელი ხიზილალის მიმართ გულგრილია. ეს არა მარტო გემრიელი დელიკატესი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. იგი შეიცავს ბევრ ვიტამინს, კალციუმს, ცილასა და ფოსფორს, მაგრამ სუფრასთან ზომიერების დაცვა აუცილებელია. საკმარისია 2-3 ბუტერბროდი. თუ არ იცით, როგორ შეარჩიოთ კარგი და ხარისხიანი წითელი ხიზილალა, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები.

ხარისხის მაჩვენებლები:


მარკირება თავსახურზე. ამოტვიფრული წარწერა შიგნიდან ან დატანილი ლაზერით.
მითითებული უნდა იყო თევზის სახეობა და ხარისხი, მაგ: 1-ლი.
თუნუქის ქილა შენჯღრევის შემდეგ არ უნდა ბუყბუყებდეს.

ინგრედიენტები: ხიზილალა, მარილი (ხიზილალის წონის არაუმეტეს 6%-ისა) და კონსერვანტი არაუმეტეს 2-სა.

თავად ხიზილალის ბურთულები მთელი და ერთი ფერის უნდა იყოს, რაიმე განსხვავებული ჩანართების გარეშე. ბურთულები ან სველი უნდა იყოს ან მშრალი სახის, სითხის გარეშე. ბურთულების გარსი კი - არც ძალიან მჭიდრო და არც ძალიან სუსტი.

ხიზილალის ქილაზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი, მისი მისამართი, პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი ნიშნები, გამოშვების თარიღი და შენახვის ვადა, აგრეთვე შენახვის პირობები.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მაცივარში, მაგრამ არ გაყინოთ. გახსნილი ქილა შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 5 დღისა.

ხელოვნური ხიზილალის ნიშნები:

შესამჩნევად დაბალი ფასი.
იდეალურად მრგვალი ბურთულები, ჩანასახის თვალის გარეშე.
ქაშაყის მკვეთრი სუნი.
ჭამის დროს ეკვრის კბილებს.