მკვლელობების სერია აშშ-ში
10:39:55     22-12-2014
მორიგი თავდასხმა ჩიკაგოში. შეიარაღებული ახალგაზრდა
მამაკაცი გვიან ღამით წვეულებაზე შეიჭრა და უმისამართო სროლა ატეხა. ინციდენტს ერთი
ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე თავდასხმა განხორციელდა ილინოისშიც. ქილერმა ერთ-ერთ სავცხოვრებელ სახლში შეღწევა შეძლო და 4 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია.