ბეზეს ტორტი გრილიაჟით

  00:41:02     22-12-2014

ინგრედიენტები: კრემი შავი შოკოლადი 200 გ ნუთელა 75 გ ნაღები 35 % 400 გ ბეზე კვერცხის ცილა 6 შაქარი 200 გ დაფქული თხილი 50 გ მოსართავად თხილი და ნიგოზი 50-50 გ შოკოლადი შაქრის პუდრი 2 ს.კ
მუქი კრემის მოსამზადებლად 100 გ ნაღები გააცხელეთ და დაასხით დატეხილ შოკოლადს. კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათი. 
ღია  ფერის კრემისთვის ნუთელას დაასხით 100 გ ცხელი ნაღები და კარგად შეურიეთ. ესეც შედგით მაცივარში 4 საათი.

ბეზესთვის ათქვიფეთ ცილა და თანდათან შეათქვიფეთ შაქარი.  შემდეგ შეურიეთ თხილი და გადაიტანეთ მრგვალ პირიან საკონდიტრო ტომარაში.

საცხობ ქაღალდზე მოხაზეთ 24 სმ დიამეტრის წრე და აკურატულად  შეავსეთ ბეზეს ფენით. გამოაცხეთ  140 გრადუსზე 30-40 წუთი. ღუმელის კარი ოდნავ გამოღებული დატოვეთ, რომ ორთლი გავიდეს. მზა ბისკვიტი გააგრილეთ და შემდეგ აიღეთ ქაღალდიდან. სულ ცხვება სამი ფორფიტა.

ძალიან მსხვილად დაჭერით ნიგოზი და თხილი. მოხალეთ მშრალ ტაფაზე. მოაყარეთ შაქრის პუდრა და აცალეთ გადნობა.  შემდეგ გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე და გააციეთ.

დარჩენილი ნაღებისგან ათქვიფეთ კრემი. გაყავით შუაზე. ერთ ნაწილს შეურიეთ შოკოლადიანი კრემი, მეორე ნაწილს - ნუთელას კრემი.

ბეზეს პირველ ფენას წაუსვით ნუთელას კრემი, დააფარეთ მეორე ბისკვიტი და წაუსვით შოკოლადის კრემი. მესამე ფენას ზემოდან კარამელიზებული თხილელი და შოკოლადის ბურბუშელა მოაყარეთ.