ვარშავიდან დონბასში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

  11:37:56     18-12-2014

პოლონეთმა დონბასს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებით, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ვარშავაში იმყოფება, ორი ჰუმანიტარული კოლონა უკრაინის მიმართულებით უკვე დაიძრა. 

მორიგი ჰუმანიტარული დახმარება აღმოსავლეთ უკრაინამ რუსეთისგანაც მიიღო. მოსკოვმა საერთაშორისო წითელ ჯვარს დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის დასახმარებლად მილიონი დოლარი გადაურიცხა.