როგორ მოვამზადოთ ხაში

  03:29:19     18-12-2014

ხაშის ბევრი სახეობა არსებობს და ძირითადად კაცებს უფრო მოსწონთ ვიდრე ქალებს. ის ძალიან სასარგებლოა ძვლებისთვის. ამ ინსტრუქციაში აღწერილია, თუ როგორ მოვამზადოთ ხაში ძროხის შიგნეულის და ჩლიქებისგან.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები: ძროხის შიგნეული და ჩლიქები - 2 კილოგრამი ნიორი - 15-20 კბილი საფეხურები 1 კარგად გასუფთავბული და თბილ წყალში გარეცხილი ძროხის ფაშვი, ნაწლავები და ჩლიქები დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
2 ხორცი ჩაყარეთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში. ადუღებისთანავე წვენი გადაღვარეთ და ხელახლა დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ჩლიქები კარგად არ ჩაიხარშება.
3 სუფრაზე მიტანამდე შეაზავეთ მარილით და ნივრით. თუ გინდათ, რომ ხაში თეთრი გამოვიდეს, დაამატეთ ცოტაოდენი რძე.
4 სუფრაზე ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ დანაყილი ნიორი და ღვინის ძმარი.