ფრანკოფონიის თვე საქართველოში

  10:51:18     07-03-2011

საქართველოში ფრანკოფონიის თვე მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, მთელი მარტის განმავლობაში, დედაქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება. წელს ორგანიზატორები მნახველების და მონაწილეების რაოდენობის მატებას ვარაუდობენ.

 

ცნობილია, რომ ფრანკოფონიის ფარგლებში გამართულ კონკურსებში, ფრანგული ენის ცოდნაში ერთმანეთს სხვადასხვა, ფრანგულის შემსწავლელი სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლებიც შეეჯიბრებიან. შეჯიბრის მოტივაცია კი, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი იქნება, რადგან კონკურსების გამარჯვებულისთვის დაწესებული მთავარი პრიზი – ერთკვირიანი საგზურია პარიზში.

 

თბილისელ ფრანკოფონებს საშუალება მიეცემათ ფრანგულ ენაზე იხილონ სამეცნიერო საღამოები, ასევე თეატრალური თუ ლიტერატურული და სხვა სახის კულტურული ღონისძიებები.