ბუჟენინა - ძალიან ადვილი და გემრიელი

  15:21:17     17-12-2014

დრო1 სთ30 წთულუფა6სირთულესაშუალოდაამატე
რეცეპტიინგრედიენტები:ღორის რბილი ხორცი 700გ - 1 კგნიორიმარილი და პილპილიდაფნის ფოთოლiხორცი გავრეცხოთ და გავამშრალოთ, ნიორი ფირფიტებად დავჭრათ. ხორცს გავუკეთოთ ღრმა  ჭრილები, შიგნით მარილის და პილპილის ნარევი ამოვუსვათ, შემდეგ კი ნივრის ნაჭრები ჩავალაგოთ.
შემდეგ მოვამზადოთ არომატული ნარევი: დაფნის ფოთოლი დავფშვნიტოთ, დარჩენილი ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ ამ ყველაფერს მარილი  და პილპილი. ეს ნარევი წავუსვათ გარედან ხორცს, გავახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე 1-1.5 საათი ვწვათ.
მზა ხორცი ფოლგაშივე გავაციოთ. დავჭრათ თხლად და ცივად მივიტანოთ სუფრასთან.