141 დაღუპული და 125 დაჭრილი- სამხედრო სკოლაზე თავდასხმის შედეგი
10:28:18     17-12-2014
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადა. ბოლო ინფორმაციით, პაკისტანის ქალაქ პეშვარაში სამხედრო სკოლაზე "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმის შედეგად, 141 ადამიანი დაიღუპა.
მოკლულია 132 ბავშვი და სკოლის ცხრა თანამშრომელია, დაჭრილთა რიცხვმა კი 125-ს მიაღწია.
ადგილობრივი არმიის განცხადებით, სკოლაზე თავდასხმა "თალიბანის" შვიდმა მებრძოლმა განახორციელა, რომლებიც ლიკვიდირებულნი არიან.
ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" პრესპიკერის მოჰამედ ხურასანის განცხადებით, დაჯგუფების მებრძოლებმა სკოლაზე თავდასხმა არმიის შეტევებზე საპასუხოდ განახორციელეს.
შეგახსენებთ რომ 16 დეკემბრის დილას, შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი, პაკისტანის ქალაქ პეშევარში სამხედრო სასწავლებლის შენობაში შეიჭრა და მძევლად დაახლოებით ხუთასამდე ადამიანი აიყვანა. ტერორისტებმა მასობრივად დახოცეს ადამიანები, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვი.
პროვინცია, სადაც თავდასხმა მოხდა, პუშტუნებით არის დასახლებული და პაკისტანის ერთ-ერთ უღარიბეს მხარედ ითვლება. რეგიონის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებს ტერორისტული ორგანიზაცია - "თალიბანი".