ცხარე და სურნელოვანი მედიტერანული ვინეგრეტი
00:18:21     16-12-2014
ინგრედიენტები:
მდოგვის მარცვლები
1/2 ჩ.კ
ძირა
დაფქული, დანის წვერით
დაფქული ქინძი
1/4 ჩ.კ
სტაფილოს წვენი
1/2 ჭიქა
ქიშმიში
2 ს.კ
ძმარი
2 ს.კ
ქინძი
4 ღერო
ნატურალური იოგურტი ან მაწონი
1 ს.კ
თაფლი
1 ჩ.კ
ცხარე წიწაკა, წითელი
1.5 ჩ.კ (წვრილად დაჭრილი)
ზეითუნის ზეთი
1/4 ჭიქა
მარილი და პილპილი
დაბალ ცეცხლზე, მშრალ ტაფაზე გაათბეთ მდოგვის თესლი, ქინძი და ძირა. დაასხით სტაფილოს წვენი და ადუღეთ ასევე დაბალ ცეცხლზე სანამ არ განახევრდება, დაახლოებით 3 წუთი. ბლენდერში მოათავსეთ ქიშმიში, სურნელოვანი სტაფილოს წვენი, ძმარი, ზეთი, ნედლი ქინძი, თაფლი, ნატურალური იოგურტი (ან მაწონი), დაჭრილი ცხარე წითელი წიწაკა, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გააციეთ მაცივარში. ინახება სამ დღემდე. გამოიყენეთ სხვადასხვა სახის "ფრეშ" სალათებზე მოსასხმელად, მათ შორის ხორცის შემცველზე.
წიწაკის სიცხარეს კარგად აბალანსებს ქიშმიშის, თაფლის და სტაფილოს წვენის სიტკბო.
*უკეთესი იქნება, თუ ქიშმიშს წინასწარ დაალბობთ, რათა დარბილდეს.