იხვი ზეთისხილით
10:24:51     07-03-2011
მასალა: 1 იხვი (2კგ), მარილი, წითელი და შავი პილპილი – თითო-თითო ჩაის კოვზი, თეთრი, მშრალი ღვინო და ფრინველის ბულიონი – 1 ჭიქა, დაფნის ფოთოლი – 1 ცალი, ქონდარი – 1/3 ჩაის კოვზი, ხორბლის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი, ზეთისხილი კურკების გარეშე – 1,5 ჭიქა.
იხვი გავრეცხოთ, გამოვასუფთავოთ ქონისგან. შიგნიდან და გარედან წავუსვათ მარილი და პილპილი. მოვათავსოთ კარგად გაცხელებულ ქურაში. შევწვათ, პერიოდულად ვატრიალოთ, ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. შემდეგ დავასხათ გამდნარი ქონი, მოვათავსოთ მასზე იხვი, მოვასხათ ღვინო, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და ნიორი. მოვუკლოთ ცეცხლს და შევწვათ ქურაში, მზადყოფნამდე. ფქვილი მოვშუშოთ ოქროსფერ შეფერილობამდე, ვურიოთ სისტემატურად, დავამატოთ ბულიონი და ავადუღოთ. შემდეგ ჩავუმატოთ ზეთისხილი, მარილი და ხუთი წუთი ვადუღოთ. იხვი დავჭრათ პორციებად და დავასხათ სოუსი ზეთისხილით.