ნუგატინი - ჩვენი გოზინაყის "ბიძაშვილი"

  23:13:30     15-12-2014

ინგრედიენტები: შაქარი 100 გ თაფლი 100 გ კარაქი 100 გ ნუში 100 გ
ტაფაში გაადნეთ თაფლი და კარაქი, დაამატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 1-2 წთ, შემდეგ ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი კანგაცლილი ნუში (შეიძლება ნიგოზიც), მოურიეთ და გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე. ზემოდან დააფარეთ ქაღალდის მეორე ნაჭერი და გააბრტყელეთ ძალიან თხლად. ააცალეთ ქაღალდი ზემოდან, გადაიტანეთ ღუმელში, 200 გრადუსზე 5 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, გააციეთ და დაჭერით.