ბერძნული სალათა

  10:23:58     07-03-2011

მასალა: სალათის ფურცლები – 100 გრამი, ყველი – 50 გრამი, ზეთისხილი – 10-12 ცალი, ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი, მწვანე) – 1/3, პომიდორი – 1 ცალი, კიტრი – 1 ცალი, ოხრახუში, კამა, რეჰანი, ორეგანო, ფრანგული მდოგვი – 1/2 ჩაის კოვზი, მზესუმზირის ზეთი – 4 სუფრის კოვზი, ნიორი – ნახევარი კბილი, ძმარი – 5 – 10 წვეთი, მარილი, შაქარი – გემოვნებით. 

 

გავრეცხოთ სალათის ფურცლები, ორი ფურცელი გადავინახოთ, დანარჩენი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მდოგვი, ზეთი, ნიორი, ძმარი, მარილი და შაქარი ავდღვიბოთ და გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში, წიწაკა დავჭრათ ზოლებად, დავჭრათ ასევე კიტრი, პომიდორი, ყველი – კუბიკებად. შემდეგ წვრილად დავჭრათ მწვანილი. მოვათავსოთ თეფშზე სალათის ფოთლები, შემდეგ ბოსტნეულის და ყველის ნარევი, დავასხათ ზეთის და მდოგვის ნარევი, მწვანილი დავამატოთ და გავაფორმოთ ზეთისხილით.