რუსი მებრძოლი, რომელიც აფხაზეთის ომში საქართველოს იცავდა, გლდანში მათხოვრობს (+VIDEO)

  12:36:32     15-12-2014

"ქართველი გმირები" - ასე ქვია Facebook-ზე გვერდს, რომელიც ახალ თაობას ქვეყნის მძიმე წარსულსა და მის გმირებს აცნობს. სწორედ ამ გვერდიდან გახდა ცნობილი რუს მებრძოლზე, რომელიც, როგორც გაირკვა, აფხაზეთის ომის დროს საქართველოს იცავდა. 

მისი სახელია ალექსეი ზინოვიოვი, ის სოხუმში დაიბადა. იხსენებს, რომ ომამდე სოხუმში კარატეს ასწავლიდა, ომის დროს კი 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ათეულში იბრძოდა. სამწუხაროდ, წლების შემდეგ, ომის გმირი სიცოცხლისთვის შიშველი ხელებით, მათხოვრობით იბრძვის. ის ლუკმა-პურისთვის გლდანის ბაზრობაზე მათხოვრობს.

კითხვაზე, დარჩა თუ არა ვინმე მას საქართველოში ომიდან, პასუხობს, რომ მისი ახლობლები ზოგი ნარკომანიის შედეგად გარდაიცვალა, ზოგი კი რუსეთში წავიდა. ინტერვიუდან ირკვევა, რომ  ალექსეის ხელისუფლებისგან დახმარება არ აქვს და თავს გლდანის ბაზრობაზე მათხოვრობით ირჩენს, თუმცა, იმედს არასდროს კარგავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ინტერვიუს დასასრულს მისი პასუხი კითხვაზე, რას იზამს, კიდევ რომ დაჭირდეს საქართველოს დაცვა? იხილეთ ინტერვიუ.