პიცა ქათმით

  10:23:24     07-03-2011

მასალა: ნახევარი ჭიქა ფქვილი, 10 გრამი საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჭიქა რძე. შიგთავსისთვის: 1 მოხარშული წიწილა, ან ნახევარი ქათამი, 1 ჭიქა გახეხილი, მაგარი ყველი, 4 კვერცხი, 2 კარტოფილი, 2 სტაფილო, 2-3 მჟავე ვაშლი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

 

ფქვილით, რძით, მარილით და შაქრით მოვზილოთ საფუარიანი ცომი. წიწილა ან ქათამი დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად და გავანაწილოთ სამად. კარტოფილი და სტაფილო გავწმინდოთ და დავჭრათ 3-4 მმ სისქის ნაჭრებად. ვაშლი გავთალოთ, ამოვაჭრათ გული და წვრილად დავჭრათ. ქათმის ხორცის მესამედი გავშალოთ ცომზე თხელ ფენად, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კვერცხი, შემდეგ ფენად – კარტოფილი და სტაფილო, მერე – ქათმის ხორციხ მეორე ნაწილი, შემდეგ ფენად მოვათავსოთ ვაშლი და ბოლო ქათმის ხორცის მესამე ნაწილი. პიცას მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავსხათ ზეთი და გამოვაცხოთ ცხელ ქურაში, 25-30 წუთის განმავლობაში.