ლონდონში ელვის პრესლის ნივთებს გამოფენენ
01:34:05     15-12-2014
ელვის პრესლის
პირად ნივთებს ბრიტანეთის დედაქალაქში გამოფენენ. როკ ენ როლის მეფის ძვირადღირებული
აქსესუარები შეერთებული შტატებიდან ლონდონში გადაიტანეს.
უნიკალურ ექსპონატებს შორის ცნობილი ვარდისფერი კადილაკი, ბრილიანტის ბეჭედი და საცენო კოსტუმებია. გამოფენაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორგანიზატორებმა ერთი თვის წინ დაიწყეს. გამოფენა ლონდონის მთავარ საგამოფენო დარბაზში 31 აგვისტომდე გასტანს.