საინტერესო ფაქტები ფილმების შესახებ - სასამართლო, ტატუ და Google

  01:33:12     15-12-2014

ფილმების გადაღებისას ხდება უამრავი საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე პოპულარული ფილმის უცნობ და საინტერესო ფაქტს, რომელიც აქამდე არ იცოდით.

მეხუთე ელემენტი (The Fifth Element-1997) - ლიუკ ბესონმა ფილმის სცენარი ჯერ კიდევ მაშინ დაწერა, როცა საშუალო სკოლაში სწავლობდა.

ტაქსი (Taxi-1998) - კომპანია "მერსედესმა" ფილმ "ტაქსს" სასამართლოში უჩივლა იმ ფრაზის გამო, რომელიც "მერსედესის" მძღოლების მისამართით ისმის: "რა იყო გერმანელებო, ისევ ტრაქტორებზე დადიხართ?" "მერსედესმა" ამ საქმით 2 მილიონი დოლარი მოიგო.

გაქცევა (Prison Break-2005-2009) - თუ ისეთივე ტატუს გაკეთება მოგინდებათ, როგორიც სერიალში მაიკლს ჰქონდა, ეს დაახლოებით 15 000-20 000 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. ამასთან ერთად, ასეთი ტატუს გაკეთებას 200 საათი სჭირდება.

მე-13 რაიონი (Banlieue 13-2004) - მსახიობი დანი ვერისიო, რომელიც ფილმში ლეტოს დის როლს ასრულებს, წარსულში პორნომსახიობი იყო. ლიუკ ბესონმა ეს როლი სპეციალურად მისთვის დაწერა.

სოციალური ქსელი (The Social Network-2010) - "Facebook"-ის არც ერთმა თანამშრომელმა ისურვა ფილმში მონაწილეობის მიღება.

ეშმაკის ადვოკატი (The Devil’s Advocate-1997) - კიანუ რივზმა ჰონორარის ნაწილზე უარი თქვა, რომ ფილმში ალ პაჩინოს მონაწილეობა აენაზღაურებინათ.

ეროვნული საგანძური (National Treasure-2004) - ფილმში ყველა "კარგი ბიჭი" ინტერნეტში "Google"-ის საძიებო სისტემას იყენებს, ხოლო ყველა "ცუდი ბიჭი" - "Yahoo"-ს.