რა წავუსვათ ღვეზელებს, რომ მადისაღმვრელად გამოიყურებოდეს?
00:58:52     15-12-2014
სახლში გამომცხვარი ფუნთუშეული ყველას უყვარს, მაგრამ ყოველთვის ისეთი
ლამაზი არ არის, როგორც საკონდიტროს ვიტრინაში გამოფენილი. თუ გსურთ
იცოდეთ, რა უნდა გადაუსვათ ცომეულს ზემოდან, რომ შეუდარებლად და
მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, გაეცანით ჩვენს სტატიას.
ის, თუ რას წაუსვამთ ზემოდან ფუნთუშეულს, განსაზღვრავს საბოლოო შედეგს: ფუნთუშები გამოვა მადისაღმძვრელად დაბრაწული, რბილი, გლუვი ან პრიალა ზედაპირის.
კვერცხი
ეს ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია, იმისთვის რომ ფუნთუშის ზედაპირმა ლამაზი ოქროსფერი მიიღოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მთლიანი კვერცხი, ისე მხოლოდ გული. უფრო ერთგვაროვანი ფერისთვის გულს ცოტა რძე შეურიეთ. თუ გსურთ ფერი მკვეთრი იყოს, მაგრამ ნაკლებად იბრწყინოს, ნარევს ცოტა შაქარიც დაამატეთ.
რძე
თუ ღვეზელებს თბილ რძეს გადაუსვამთ, გამოცხობის შემდეგ ლამაზი, პრიალა ზედაპირი ექნებათ.
ტკბილი ჩაი
თუ გსურთ, რომ ტკბილ ფუნთუშებს თანაბარი ოქროსფერი კანი ჰქონდეს, მაგრამ არ ბზინავდეს, გამოცხობის წინ მუქი ტკბილი ჩაი წაუსვით.
ზეთი ან კარაქი
ღვეზელს რომ რბილი კანი ჰქონდეს, გადაუსვით ნებისმიერი მცენარეული ზეთი ან კარაქი. ზეთი შეგიძლიათ წაუსვათ გამოცხობამდე. კარაქს გამოცხობის შემდეგ, ცხელსვე უსვამენ საფუვრიანი ცომისგან მომზადებულ ღვეზელებს
კარაქისა და კვერცხის გულის ნარევი
1-2 კოვზ დარბილებულ კარაქს შეურიეთ კვერცხის გული და გადაუსვით ღვეზელებს გამოცხობამდე. შედეგად მიიღებთ რბილ, მკვეთრი ფერის მბზინავ ზედაპირს.