წინასწარი ვერსიით, დაცვის თანამშრომელმა თავი მოიკლა
17:50:44     11-12-2014
წინასწარი ვერსიით, ქედის გამგეობაში დაცვის თანამშრომელმა თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაცვის თანამშრომელმა თავი მოიკლა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ქედის გამგეობაში უთხრეს, გარდაცვლილმა კუთვნილი ტაბელური იარაღით მოიკლა თავი.
"ცხედარი მისთვის გამოყოფილ მოსასვენებელ ოთახში ვიპოვეთ, კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი", - გვითხრა მან.
„პრესა.ჯი“ შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს რომ მომხდარის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
"გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით. გარდაცვლილია უმცროსი ინსპექტორი, გელა ბეჟინაძე. გამოკითხული თანამშრომლები და ოჯახის წევრები თვითმკვლელობის შესაძლო მოტივს ვერ ასახელებენ", - უთხრა "პრესა.ჯი"-ს დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობი სამსახურის უფროსმა.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.