მელნიკოვი გაათავისუფლეს - რა განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს მისმა ადვოკატმა და დედამ?
14:53:29     11-12-2014
მელნიკოვმა ორივე ბრალი აღიარა, რის სანაცვლოდაც, "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
შეგახსენებთ რომ შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, 2012 წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. დაკავებიდან რამდენიმე თვეში კი, ქართულ მხარეს გადმოსცეს.
აღსანიშნავია რომ მელნიკოვმა, საქართველოში ექსტრადაციის შემდეგ, ჩვენება მისცა მისი ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
"presa.ge": ოლეგ მელნიკოვის ადვოკატს დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: როდის გათავისუფლდა ოლეგ მელნიკოვი საპატიმროდან?
ვარლამ ბალხამიშვილი: დაახლოებით ერთი კვირის წინ, უფრო ზუსტად 6 დეკემბერს.
- ელოდებოდით თუ არა, მის გათავისუფლებას?
- დიახ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მან აღიარა დანაშაული. 2 წელი გაატარა ციხეში და კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა.
- სად იმყოფება მაჟამად მელნიკოვი?
- მას ციხიდან გამოსვლისას შევხვდი, მისი საკონტაქტო ტელეფონი არ მაქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ციხეში ტელეფიონით არ სარგებლობდა. სავარაუდოდ, დედასან წავიდოდა, აეროპორტის დასახლებაში.
- როგორია თვითონ მელნიკოვის პოზიცია?
- მის ნაცვოად ვერ გიპასუხებთ, თუ სურვილი ექნება მედიასთან კომეტარი გააკეთოს, დაგიკავშირდებით.
- როგორც ცნობილია, მელნიკოვი ბევრი გახმაურებული საქმის მთავრი მოწმეა...
- დიახ, მან ჩვენება მისცა რეზონანსულ და გახმაურებულ საქმეზე..."
"presa.ge": ასევე დაუკავშირდა, ოლეგ მელნიკოვის დედას: "ჩემი შვილი თავისუფალია, გეხვეწებით, სხვა კომენტარის გაკეთება არ მთხოვოთ", - გვითხრა მან.