ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა - რატომ არ იაფდება ბენზინი საქართველოში?

  09:24:11     11-12-2014

ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში ეცემა. შესაბამისად, ნავთობის ფასის ვარდნა თითქმის ყველგან აისახა საწვავზე, გარდა ჩვენი ქვეყნისა. რატომ არ იაფდება ბენზინი საქართველოში? 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 2009 წლის დროინდელ მინიმუმს მიაღწია, საქართველოში საწვავი ან არ ან ძალიან უმნიშვნელოდ - მხოლოდ რამდენიმე თეთრით იაფდება. 

არადა, ნავთობმა, გუშინ კიდევ, 2,60 %-ით დაიწია და ჯამში 62 დოლარი შეადგინა. 

საწვავის იმპორტიორთა მტკიცებით, მათ წინასწარ, მაღალ ფასად ჰქონდათ მარაგები შეძენილი და ამიტომ, ბენზინი მნიშვნელოვნად ვერ გაიაფდა. 

თუმცა, გახსოვთ რომ როცა ნავთობის ფასი, პირიქით იწევდა, ბენზინი ჩვენთან მყისიერად ძვირდებოდა. საინტერესოა, მაშინ არ ჰქონდათ იმპორტიორებს წინასწარი მარაგები?