სეპარატისტთა მხარდამჭერ მოხალისეებს კომპენსაციებს გადაუხდიან?

  11:49:00     10-12-2014

დონბასში მებრძოლი რუსი მოხალისეების ოჯახებს შესაძლოა კომპენსაცია გადაუხადონ. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი სახელმწიფო სათათბიროში დახურულ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც რუსეთის გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, მტავარი სამხედრო პროკურორი სერგეი ფრიდინსკი და თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ სეპარატისტთა მხარდამჭერებმა შესაძლოა ცალკე სტატუსიც მიიღონ.