კიწმარიშვილის ძმა : საქმის მასალებში თვითმკვლელობის დამადასტურებელი არაფერი მინახავს
13:44:10     09-12-2014
თბილისის
პროკურორის ინფორმაციით, ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის საქმის
გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდება. თუმცა ბადაშვილის უწყება ამ
ეტაპზე საქმესთან რაიმე ვერსიის გაჟღერებისგან თავს იკავებს.
პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ აუცილებლად გასაჯაროვდება ყველა დეტალი, რაც გამოძიების დროს გახდა ცნობილი“.
კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის მასალების შესაძლო გასაჯაროვების საკითზე, რომელიც შაყულაშვილმა გააჟღერა, დღეს კომენტარი მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გააკეთა და თქვა, რომ ოჯახთან კონსულტაციის გარეშე ეს მასალები არ გასაჯაროვდება:
"საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ვფიქრობ, პროკურატურა უახლოეს მომავალში მზად იქნება საზოგადოებას გააცნოს საგამოძიებო შედეგები. გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიების მასალების გასაჯაროვება მათთან კომუნიკაციის გარეშე არ მოხდება, ვინაიდან დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტი პროკურატურისთვის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
გამოძიების დასრულებს მოლოდინშია გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი, რომელიც გამოძიების მასალებს გაეცნო.
„იყო ბევრი საყურადღებო დეტალი, რომელიც კიდევ უნდა შეესწავლა გამოძიებას. თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებულია, კი, ბატონო, წარმოადგინონ ამის დასკვნა“,- აცხადებს გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს მან უთხრა, „იმის გაცხადება, რომ გამოძიება დასრულდა, უხეში ნათქვამია“.
ზურაბ კიწმარიშვილი: მე ვთვლი, რომ გამოძიება დასრულებული არ არის, გამოძიების რაღაც ეტაპი დასრულდა, ჩატარდა პირველადი სამუშაოები, გამოძიებამ გაანალიზა არსებული მასალები და აქვს გარკვეული ვერსიაც. ჩვენ მოგვეცა მასალების გაცნობის საშუალება რომლის შემდეგაც დაგვიგროვდა გარკვეული კითხვები გამოძიებასთან, გვაქვს გარკვეული პორეტენზიები, მოსაზრებები. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ კითხვარი, რომელსაც გამოძიებას წარვუდგენთ და ამ კითხვართან დაკავშირებით გცვინდა გამოძიებისგან ამომწურავი და დამჯერებელი პასუხები მივიღოთ. არ გამოვრიცხავ რომ ამ ფორმატში წარმოიშვას ისეთი გარემოება, რომ გამოძიებამ სხვადასხვა საკითხებში ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინოს და გააგრძელოს გარკვეული კვლევა-ძიება. ამიტომ ვამბობ, რომ გამოძიება დასრულდა ცოტა აბსტრაქტული საკითხია.
-კონკრეტულად რა კითხვები გაქვთ გამოძიებასთან?
-მე არ დავარღვ იმ შეთანხმებას რომელიც ჩვენსა და პროკურატურას შორის არსებობს, ამ კითხვებს მე გამომძიებლებს მივაწვდი, შევხედავ მათ რეაქციას, რამდენად არგუმენტირებული პასუხები ექნებათ მათ. თუ კითხვებს არ მოჰყვა რეაგირება, მაშინ გამიოძიებამ უნდა დაასრულოს საქმე, ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავაკეთბთ შეფასებას, გავასაჯაროვებთ ყველა იმ დეტალს რომელიც ჩვენ საეჭვოდ მიგვაჩნდა გამოძიების მსვლელობისას.
-ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა თქვენი ინფორმაციით, რა ვერსია აქვს პროკურატურას მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? და აქვე როგორია თქვენი პოზიცია?
-ჩემთვის არავის მოუწოდებია, უჩვენებია, არც შევხებივარ ისეთ ფაქტს, დოკუმენტს, რომელიც ჩემს პირველად აზრს შემირყევდა და სხვა კუთხით წარმართავდა ჩემს გონებას. საქმის მასალებში მე არაფერი მინახავს, თვითმკვლელობის დამადასტურებელი.
რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი 15 ივლისს იპოვნეს.
კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი პირველივე დღიდან არ ეთანხმება.