ფუმფულა სირნიკები საუზმისთვის

  00:43:38     09-12-2014

ინგრედიენტები: ხაჭო 500 გ კვერცხი 2 შაქარი 2 ს.კ ფქვილი 4 ს.კ სოდა ძმრით 1/2 ჩ.კ მწიკვი მარილი ვანილი

კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ ხაჭო, ფქვილი, სოდა, შაქარი,მწიკვი მარილი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.

ფართო ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი და გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. კოვზით დავალაგოთ სირნიკების ცომი, ერთმანეთისგან მოშორებით. შევწვათ ორივე მხრიდან. გადმობრუნების შემდეგ ტაფას თავზე დავახუროთ. მზა სირნიკები გადავიტანოთ ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად. მივირთვათ არაჟნით, მურაბით, თაფლით და ა.შ