ვინ ააშენებს ხუდონჰესს - კალაძის განცხადება და ჯაფარიძის პასუხი
14:45:09     08-12-2014
"ჩვენი ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელია, რომ "ხუდონჰესს" სახელმწიფო ააშენებს. მის აშენებას სჭირდება 2 მილიარდ 300 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც საქართველოს ბიუჯეტში უბრალოდ არ არის.
ეს არის საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი. ეს ფული სახელმწიფოს ბიუჯეტში არ არის და მე არ ვიცი წყარო, საიდანაც ამ მთავრობას შეუძლია ამხელა ფული ბიუჯეტში გააჩინოს.
თუ ისინი აპირებენ გადასახადები აწიონ და ასე დააფინანსონ ეს პროექტი, ეს იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვის და მერე ნახეთ ლარის გაუფასურება.
ხუდონჰესთან დაკავშირებით არსებობდა ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელიც მოძიებული იყო წინა ხელისუფლების დროს, თუმცა ამ პროცესის მენეჯმენტი ხელისუფლებამ ვერ განახორციელა ეფექტურად და ეს ინვესტორი, როგორც ჩანს, დაიკარგა", - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი, ზურაბ ჯაფარიძე.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. კალაძემ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა რომ ხუდონჰესის მშენებლობა შესაძლოა სახელმწიფომ დააფინანსოს.