მკვლელობა კახეთში - ქმარმა ცოლს ჯერ ესროლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა
11:40:18     08-12-2014
საგარეჯოში საზარელი მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა შემდეგ კი მანქანით დაეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობაა.
პოლიციის ინფორმაციით მკვლელობა გახსნილია, 1973 წელს დაბადებული ელიმხან ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება:
"შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1973 წელს დაბადებული ელიმხან ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ელიმხან ე. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)".