რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს
10:15:32     08-12-2014
ლატვია რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.
ოფიციალური რიგის განცხადებით, რუსული მოიერიშე თვითმფრინავები ბალტიის სასაზღვრო ზონაში
შევიდნენ, ნატოს გაერთიანებული ძალების თვითმფრინავების გამოჩენის შემდეგ კი ტერიტორია
დატოვეს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2014 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე რუსული სამხედრო გემები და თვითმფრინავები ლატვიის საზღვართან ნატოს რადარებმა 173-ჯერ დააფიქსირეს.