მსოფლიოს 10 უძლიერესი ჯარი (+10 PHOTO)

  14:40:00     06-12-2014

ჯარის უმთავრეს დანიშნულებას სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიარაღებული ბრძოლის წარმოება წარმოადგენს.

ჯარი ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში,  ქვეყნის მეთაური წარმოადგენს.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს 10 საუკეთესო არმიას, რომელთა რეიტინგიც ჯარისკაცების რაოდენობის, ბიუჯეტისა და ტექნიკის გათვალისწინებით ვლინდება.

10. ისრაელი - მოსახლეობა 7.9 მილიონი ადამიანი, 240 000 ჯარისკაცი და 600 000 რეზერვისტი, 13 000 საბრძოლო ტექნიკა, 1964 ავია ერთეული და 64 გემი. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება 15 მილიარდი დოლარია.

9. იაპონია - მოსახლეობა 127.8 მილიონი ადამიანი, 247 000 ჯარისკაცი და 60 000 რეზერვისტი, 5320 საბრძოლო ტექნიკა, 1965 საფრენი აპარატი, საზღვაო შეიარაღების 110 ერთეული. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 58 მილიარდი დოლარი. არსებობს ეჭვი, რომ იაპონიას საბრძოლო მეცნიერების დარგში ახალი შეიარაღება აქვს. აღსანიშნავია, რომ იაპონიას ოფიციალურად ჯარი არ ჰყავს, არამედ თავდაცვის ძალები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიას აკრძალული აქვს ჯარი ჰყავდეს.

8. საფრანგეთი - მოსახლეობა 65.4 მილიონი ადამიანი, 230 000 ჯარისკაცი და 70 000 რეზერვისტი, 105 000 პოლიციის თანამშრომელი, 10 621 სახმელეთო თავდაცვის ერთეული, 1 757 საჰაერო ტექნიკა, 289 გემი. თანხა, რომელიც ჯარს ხმარდება - 44 მილიარდი ევრო.

7. სამხრეთ კორეა - 640 000 ჯარისკაცი და 2.9 მილიონი რეზერვისტი, 13 361 სახმელეთო ტექნიკა, 1568 საჰაერო ტექნიკა, 170 საზღვაო ტექნიკა. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 27 მილიარდი დოლარი.

6. თურქეთი - მოსახლეობა 74.7 მილიონი ადამიანი, 660 000 ჯარისკაცი და 579 000 რეზერვისტი, 69 744 სახმელეთო ტექნიკა, 1950 საჰაერო ტექნიკა, 265 საზღვაო ტექნიკა. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 25 მილიარდი დოლარი.

5. დიდი ბრიტანეთი - მოსახლეობა 62.2 მილიონი ადამიანი, 220 000 ჯარისკაცი და 181 000 რეზერვისტი, 11 630 სახმელეთო ტექნიკა, 1663 საჰაერო ტექნიკა, 99 საზღვაო ტექნიკა. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 74 მილიარდი დოლარი.

4. ინდოეთი - მოსახლეობა 1.2 მილიარდი ადამიანი, 1.325 მილიონი ჯარისკაცი და 2,142 მილიონი რეზერვისტი, 2452 საჰაერო ტექნიკა, 175 საზღვაო ტექნიკა. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 49 მილიარდი დოლარი.

3. ჩინეთი - 2.2 მილიონი ჯარისკაცი და 800 000 რეზერვისტი, 57 575 სახმელეთო ტექნიკა, 5176 საჰაერო ტექნიკა, 972 საზღვაო ტექნიკა. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 106 მილიარდი დოლარი.

2. რუსეთი - მოსახლეობა 143.1 მილიონი ადამიანი, 1 მილიონი ჯარისკაცი და 20 მილიონი რეზერვისტი, 91 715 სახმელეთო ტექნიკა, 2747 საჰაერო ტექნიკა, 233 გემი. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 74 მილიარდი დოლარი.

1. ამერიკის შეერთებული შტატები - მოსახლეობა 311 მილიონი ადამიანი, 560 000 ჯარისკაცი და 567 000 რეზერვისტი, 56 269 სახმელეთო ტექნიკა, 18 234 საჰაერო ტექნიკა, აქედან 450 საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტაა, ასევე 32 თანამგზავრი, 2384 გემი. თანხა, რომელიც ჯარზე იხარჯება - 692 მილიარდი დოლარი.